გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი,წლის ბოლომდე გახდება ცნობილი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ახალი ტარიფების დადგენაზე მუშაობს, ეს იქნება 3-წლიანი ტარიფი და დადგინდება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის საფასური.,,სემეკის“ თავმდჯომარე დავით ნარმანია ,,ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ახალი ტარიფი წლის ბოლომდე დადგინდება.
,,ჩვენ დავადგინეთ ქსელში დანაკარგების ნორმა, დავამტკიცეთ საინვესტიციო გეგმა. ჩატარებულია მათი ხარჯების აუდიტი, რომლის განხილვაც კომპანიებთან ერთად მოხდება და საბოლოოდ, ამ ნაწილშიც გარკვეული თანხები დაიწურება. ასევე ეტაპობრივად სხვადასხვა პარამეტრს ვამტკიცებთ, რომელიც გასათვალისწინებელია როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე კომერციული მომხმარებლებისთვის. ამ ეტაპზე ნაადრევია იმაზე საუბარი, გაიზრდება თუ არა ელექტროენერგიის საფასური. ეს დეკემბრის ბოლომდე გახდება ცნობილი“- განაცხადა ნარმანიამ.