ENKA: ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ინფორმაცია და ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე
კომპანია ENKA ნამახვან ჰესთან დაკავშირებით, საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით, აქტიურ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანიის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენლები დისკუსიებსა და მრავალმხრივი დიალოგის ფორმატში ჩართულობის მზაობას გამოთქვამენ.
ნამახვან ჰესის პროექტის ქართველი დირექტორის, მერაბ ლომინაძის განცხადებით, გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.
“გავეცანით ყველა მითს და ბრალდებას. ნათლად ვხედავთ, რომ რიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებას და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ. ჩვენ ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ინფორმაცია და ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე. ნამახვან ჰესი არის და იქნება ქართული პროექტი. გამოვთქვამთ მზაობას, რომ მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დიალოგში, დისკუსიაში, სადაც ჩართულები იქნებიან ექსპერტები”,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.