ენერგეტიკა
12/10/2020

ენგურჰესის რეაბილიტაცია 48 მლნ ევრო დაჯდება

ენგურჰესის რეაბილიტაცია 48 მლნ ევრო დაჯდება. როგორც ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ „ბიზნსპარტნიორს“ განუცხადა, ამ ეტაპზე წყალსაცავიდან ნალექის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს.

„ახლა წყალსაცავიდან ლამის ამოწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს. დაწყებულია ელექტრო და ჰიდრომექანიკური ტექნიკის რეაბილიტაცია, ასევე ენგურის ხიდიდან ჰიდროელექტროსადგურამდე სამანქანო გზის რეაბილიტაცია. მეოთხე საფეხური კი გვირაბის სარემონტო სამუშაოებია. ოთხივე საფეხური ჯამში დაახლოებით 48 მლნ ევრო ჯდება. პროექტი მთლიანად EBRD-ის დაფინანსებით ხორციელდება,“ - განმარტა ლევან მებონიამ.

ენგურჰესის რეაბილიტაცია 15 თებერვლიდან დაიწყება.

საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის სადერივაციო გვირაბში სამუშაოები სამთვენახევრის განმავლობაში გაგრძელდება და მაისის ბოლოს დასრულდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

Lafreeo– ქართული ბრენდი, რომელიც ტიხრული მინანქრის ტრადიციას აგრძელებს
02

25/07/2022
სტარტაპი

მოძრავი ჩამომსხმელი ხაზი და მობილური სერვისი - რას სთავაზობს "მხოლოდ კარგი ღვინოები" მეღვინეებს
03

31/05/2022
ბიზნესი

2 თვეში ზვიად ციკოლიას საათების ხაზს ყველაზე ძვირადღირებული მოდელი დაემატება
04

18/08/2020
ბიზნესი

გურჯაანის ნაყინი: დიაბეტურ ნაყინზე თუ ასეთი დიდი მოთხოვნა იქნებოდა ვერ წარმოვიდგენდით
05

26/07/2021
ბიზნესი

ვიქტორ ყიფიანი: გაჭიანურებული დავები ბიზნესისთვის გამოწვევაა და ეს საკითხი მოსაგვარებელია
06

13/08/2022