ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის მოლოდინში
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, "თელასის" სამომხმარებლო და არასამომხმარებლო ტარიფების განახლების საკითხს განიხილავს. სემეკის მიერ წარდგენილი პროექტით, კომპანიისთვის ტარიფები დროებით, 6 თვის ვადით განისაზღვრება და სამომხმარებლო აბონენტებისთვის დღგ-ის ჩათვლით ერთ კილოვატზე 3.498 თეთრით ძვირდება.
არასაყოფაცხოვრებო მომხმმარებლებისთვის კი ტარიფების ზრდა ერთ კილოვატზე 11 თეთრზე მეტია.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1-ლი ივლისიდან, სემეკი "თელასისთვის" გრძელვადიან ტარიფს დაითვლის.
"თელასის" წარმომადგენლებმა სემეკში დღევანდელ მოსმენაზე შენიშვნები დააფიქსირეს.
მათი შეფასებით, ტარიფების ზრდა უფრო მაღალი უნდა იყოს. კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროენერგიის შესყიდვაზე მილიონობით ლარით მეტის დახარჯვა მოუწევთ, ვიდრე ეს სემეკმა დაიანგარიშა. სემეკში კი განმარტავენ, რომ იმ შემთხვევაში თუ "თელასის" მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ღირებულება საპროგნოზოზე მაღალი იქნება, ასეთ შემთხვევთში სემეკი ამ ხარჯის ანაზღაურების "კომპენსირების" შესაძლებლობას გრძელვადიანი ტარიფის განსაზღვრის დროს გაითვალისწინებს