დავით ნარმანია: საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოთამაშეა რეგიონში
ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ინტენსიურია - ამის შესახებ "სემეკის" თავმჯდომარემ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" განაცხადა.
"მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს ელექტროენერგია, ასევე სიჭარბის პერიოდში ელენერგია გაგვაქვს თურქეთში და სომხეთში. აზერბაიჯანიდან გვაქვს გაზის იმპორტი, რუსეთიდანაც, თუმცა ძალიან უმნიშვნელო, სისტემის დაბალანსებისთბის. გარდა ამისა, საქართველოს გავლით ხორციელდება ელექტროენერგიის ტრანზიტი, ამდენად, როგორც ექსპორტ-იმპორტის, ასევე ტრანზიტის თავლსაზრისით საქართველო მნიშვნელოვანი ენერგეტიკული მოთამაშეა რეგიონში.–"ამბობს დავით ნარმანია.
რაც შეეხება, ევროინტეგრაციის კონტექსტში ახალ წესებს და პროცედურებს, "სემეკის" თავმჯდომარის თქმით, იწერება ახალი წესები ტრანსსასაზღვრო ვაჭრობასთან დაკავშირებით, რომელიც ევროპული მიდგომებიდან გამომდინარე დაარეგულირებს ამ საკითხებს.
"სულ სამი წესი დარჩა მისაღები. ესენია: ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის წესები, ქსელის წესები და დაბალანსებასთან დაჯავშირებული ზოგიერთი საკითხი, რითაც მარეგულირებელი კომისია პრაქტიკულად დაასრულებს ახალი მარეგულირებელი ჩარჩოს ფორმირებას, რომელიც 2019 წლის ბოლოდან დავიწყეთ, მას შემდეგ რაც პარლამენტმა ენერგეტიკის და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონი დაამტკიცა."- აღნიშნავს, დავით ნარმანია.
ცნობისთვის, მარეგულირებელმა კომისიამ ბოლო ორი წლის განმავლობაში 30-ზე მეტი ახალი წესი და რეგულაცია მიიღო, რომელიც ევრიპულ გამოცდილებაზეა დაფუძნებული.