ენერგეტიკა
07/07/2020

დავით ნარმანია: ჰიდროლოგიის ცვლილება ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ურყოფითად აისახება

საქართველოს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების მარეგლირებელი კომისიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოში ბოლო წლებში ჰიდროლოგიური მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. დავით ნარმანია „ბიზნესპარტნიორის ოთხეულში“ განმარტავს, რომ ეს ელექტროენერგიის გამომუშავებაზე უარყოფითად აისახება.

„როდესაც ინტენსიური ნალექები იყო, დიდი თივლი მოდიოდა დნებოდა, ავსებდა კაშხლებს. ახლა ბევრად უფრო მშრალები ვართ. მაგალითად, ჟინვალზე რომ გაიაროთ, 12-13 მეტრით უფრო დაბლაა წყალი, ვიდრე ნორმალურ პირობებში უნდა იყოს. ასევე ენგურჰესზე. შესაბამისად, ჰიდროლოგიის ცვლილება გამომუშავებაზე ახდენს გავლენას და ჰესები უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ“,- აღნიშნა ნარმანიამ.

Businesspartner