დავით ნარმანია: გაზის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის
გაზის სექტორში, ჩემი წინასწარი ვარაუდით, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის, რაც შეეხება ელექტროენეგიას, ვინარჩუნებთ მოქმედ ტარიფებს- ამის შესახებ "სემეკის" თავმჯდომარე დავით ნარმანიამ განაცხადა.
როგორც ის გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" აღნიშნავს, ამ ეტაპზე არცერთ სექტორში ტარიფების გაზრდის რაიმე საფუძველი არ აქვთ.
"ჩვენი რეგიონის ენერგეტიკულ სკა!ირებას თუ გავაკეთებთ ვნახავთ, რომ ჩვენს რეგიონში ენერგომატარებლებზე ფასები მნიშვნელოვმად იმატებს, როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ გაზზე, თუმცა საქართველო ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს საბოლოო სამომხმარებლი ტარიფები. იმპორტირებულ ელექტოენერგიაზე ფასი გაიზარდა დეფიციტურ თვეებში, თუმცა კარგი ჰიდროლოოგიით, სადგურებზე გამომუშავებული უფრო მეტი იაფიანი ელექტოროენერგიის ხარჯზე, შევძელით ეს ყველაფერი დაგვებალანსებინა. მათ შორის, დიდი როლი ითაშა "ენგურჰესმა", რომლის რეაბილიტაციაც გასული წლის გაზაფზულზე დასრულდა და თითქმის 30%-ით უფრო მეტი ელენერგია გამოიმუშავა 2021 წელს, ვიდრე ეს იყო 2020 წელს. ასევე სხვა სადგურებმაც.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, აზერბაიჯანიდან მისაწოდებელი ე.წ. სოციალური გაზის ფასი დაფიქსირებულია ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგოული პარტნიორობიდან გამომდინარე, ამიტომაც მოსახლეობის გაზმომარაგების ტარიფზე ზეწოლა ამ ეტაპისთვის არ გვაქვს." - აღნიშნავს, დავით ნარმანია.