დავით ნარმანია: არ არსებობს საფრთხე, რომ მხოლოდ რუსეთი იყოს ელექტროენერგიის მომწოდებელი
სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ქვეყანა უფრო მეტად ხდება დამოკიდებული იმპორტზე. ამისთვის საჭიროა ჰესების მშენებლობა და სხვა ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა.
დავით ნარმანია აქვე განმარტავს, რომ რუსეთი არ არის ელექტროენერგიის ერთადერთი მომწოდებელი. საქართველო ელექტროენერგიას იღებს ასევე თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.
"ტარდება აუქციონები, გადაწყვეტილების მიღება კი, ფასით და ენერგიის მოცულობით ხდება. ელექტროენერგიის და გაზმომარაგების მოწოდების კუთხით, საქართველოს რაიმე სახის საფრთხე არ ემუქრება. შესაბამისად, არ არსებობს იმის საფრთხე, რომ მხოლოდ რუსეთი იყოს მომწოდებელი და ფასიც გაგვიზარდოს.
ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება. სულ უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული იმპორტზე. შესაბამისად, საჭიროა ჰესების მშენებლობა, მეტი ადგილობრივი გენერაციის წყაროს შექმნა, როგორიცაა მზის და ქარის სადგურები", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.