ეკონომიკა
21/01/2021

ვაქცინაციის ფასი - საქართველო ₾158 მლნ-ს დახარჯავს

კორონა ვირუსის საწინააღდეგო ვაქცინაციის გეგმის შესრულება საქართველოს ბიუჯეტს მაქსიმუმ 158 მილიონი ლარი დაუჯდება. მინიმალური ღირებულება კი 64 მილიონ ლარადაა შეფასებული. ფასის ცვლილება ვაქცინის სახეობისა და ფასის ცვლილებაზე იქნება დამოკიდებული.

"რაც შეეხება იმ ფინანსურ საჭიროებას, რომელიც გეგმის განხორციელებისთვის უნდა გვქონდეს მზად. შეფასებული მინიმალური საჭიროება ეს არის 64 მილიონი ლარი. მაქსიმალური ღირებულება 158 მილიონი ლარია. განსხვავება უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას, რადგან მოგეხსენებათ, ვაქცინის ფასი უკავშირდება ვაქცინის განსხვავებულ ღირებულებას. ფასი შესაძლოა სხვადასხვა დროს სხვადასხვა გზით მიღების შემთხვევაში მერყეობდეს. ძირითადი განსხვავება ამ ბიუჯეტურ პარამეყტრებში სწორედ ვაქცინის ფასს უკავშირდება.

ამ თანხის ნაწილი კოვაქსის პლატფორმაზე ბიუჯეტიდან გადავიხადეთ. ეს გვაძლევს გარანტიას, რომ მოსახლეობის 20%-თვის ვაქცინა მივიღოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, დამატებით რესურსის მობილიზებაც იქნება საჭირო. მობილიზებულია უკვე ეს რესურსი სხვადასხვა წყაროდან. ერთ-ერთი ევროპის საინვესტიციო ბანკი გახლავთ. წლის ბოლომდე ეს მოგვცემს საშუალებას სრულად მოვიცვათ ბიუჯეტურად, რაც გვჭირდება",- განმარტა ჯანდაცვის მინისტრის მოადგლემ, თამარ გაბუნიამ.