ეკონომიკა
19/11/2021

უმუშევრობის დონე საქართველოში 19.5%-მდე გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობა გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ული პუნქტით, 19.5%-მდე გაიზარდა.

2021 წლის III კვარტალში სამუშაო ძალამ (ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ)
შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 52.8% შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.5%-ული პუნქტით მეტია, დასაქმების დონე გაზრდილია 0.7%-ული პუნქტით და 42.5%-ს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალაქად გაზრდილია 2.2%-ული პუნქტით, სოფლად - 2.8%-ული პუნქტით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაიზარდა 0.8%-ული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.7%-ული პუნქტით.

დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.3%-ს შეადგენდა, რაც 0.7%-ული პუნქტით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაზრდილია 1.9%-ული პუნქტით, სასოფლო დასახლებებში - 3.5%-ული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 2.1%-ული პუნქტით, კაცებში - 2.9%-ული პუნქტით.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 42.4%-ს, კაცებში 64.7%-ს შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (აქტიურობის დონე) ქალებში გაზრდილია 2.2%-ული პუნქტით, ხოლო კაცებში - 2.8 პროცენტული პუნქტით.

Businesspartner