წყნეთის სამთავრობო აგარაკების 24 კოტეჯი აუქციონზე იყიდება
წყნეთის სამთავრობო აგარაკების პრივატიზაცია გრძელდება. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების გაყიდვას.
ამჯერად, ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილია 24 კოტეჯი. ელექტრონული აუქციონები 31 მარტს დაიწყო და 14 აპრილამდე გაგრძელდება.
"პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა გააჩნია მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონში.
შეგახსენებთ, 2022 წლის 28 მარტს აუქციონზე გამოტანილი წყნეთის აგარაკები გაიყიდა.აუქციონი 5 ლოტზე დასრულდა და ყველა მათგანი მაღალი კონკურენციის პირობებში გაიყიდა. მთლიანობაში 5-ივე ობიექტის გასაყიდი ფასი 4,748 მლნ ლარი იყო, თუმცა მთლიანობაში ქონება 7.03 მლნ ლარად გაიყიდა.
როგორც "ბიზნესპარტნიორს" ქონების ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ობიექტები კერძო პირებმა იყიდეს.