ეკონომიკა
20/06/2022

წმინდა ექსპორტი პირველ კვარტალში 42.7%–ით გაიზარდა

2022 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექპორტის მოცულობამ $2.1 მლნ–ზე მეტი შეადგინა, რაც 37.5%–იანი ზრდაა წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი (რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 75.7% შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 42.7% გაიზარდა და $1.6 მლნ–ს გაუტოლდა.

10 უმსხვილესი ქვეყნების წილმა წმინდა ექსპორტში თითქმის 82% შეადგინა. პირველ ადგილს ჩინეთი $344 მლნ–ით იკავებს, შემდეგ მოდის რუსეთი $187 მლნ–ით და სამეულშია ასევე თურქეთი $183 მლნ–ით.

რაც შეეხება ადგილობრივი ექსპორტის ათეულს, პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი $466 მლნ–ით და აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 29.1%–ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები $280.2 მლნ–ით, რომელსაც 17.5% უკავია , ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები $152.7 მლნ–ით და მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 9.5%–იანი წილით.