ეკონომიკა
28/03/2022

წელს საწვავზე აქციზი და დღგ ვერ შემცირდება - ფინანსთა მინისტრის არგუმენტები

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საწვავის აქციზი და დღგ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების 8-9%-ია.

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, ბიუჯეტი უკვე დაგეგმილია იმ სოციალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყანაშია, შესაბამისად ამ შემოსავლების დაკლებას სახელმწიფო არ აპირებს. 

"საწვავის ფასი დამოკიდებულია საერთაშორისო ბურჟებზე ვაჭრობიდან მიღებულ ფასზე. დღედღეობით საწვავის ფასი, განსაკუთრებით ბოლო ორ კვირაში 15-20%-ით არის გაზრდილი. ჩვენ სრულად ვართ დამოკიდებული იმპორტზე და ეს ასახვას ჰპოვებს ღირებულებაზე. საკმაოდ რთული მდგომარეობაა. დაახლოებით $15-20 ფარგლებში მერყეობს ვაჭრობის შედეგები, რაც არ იძლევა გრძელვადიანი სტრატეგიის ჩამოყალიბების საშულებას. საჭიროა, რომ სტაბილურობა შენარჩუნდეს ბირჟებზე. 

საწვავის ფასის აქციზი და დღგ, ჯამურად ქვეყნის შემოსავლების ნაწილში შეადგენს 1.3 მილიარდ ლარს. ეს ჩვენი საგადასახადო შემოსავლების 8-9%-ია. ბუნებრივია, ამხელა ტიპის საგადასახადო შემოსავლების დაკლებაზე, როდესაც მიმდინარე წელი დაგგემილია, შეუძლებელია საუბარი მიმდინარე წელს",- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

მან აქვე განმარტა, რომ მსოფლიოში არსებული ფასები და ინფლაციის დონე ერთი მხრივ, პოსტ პანდემიურ ვითარებას, მეორე მხრივ კი უკრაინაში მიმდინარე ომს უკავშირდება. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022