ეკონომიკა
29/01/2021

წელს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას ელიან - რას ეფუძნება G&T-ის პროგნოზი

Galt & Taggart 2021 წელს ეკონომიკის 5.5%-იან ზრდას ვარაუდობს.

„ველოდებით, რომ 2021 წელს ეკონომიკური ზრდა გვექნება. ამ ეტაპზე ჩვენი პროგნოზი 5.5%-იანი ზრდაა. რამდენიმე ფაქტორს ვითვალისწინებთ. პირველი, ეს ვაქცინაციასთან დაკავშირებული მოლოდინებია, მეორე, შეზღუდვების შემსუბუქება, ხოლო მესამე, გაუმჯობესებული სენტიმენტებია, რაც ახლა მსოფლიოში ვაქცინის მოლოდინთან დაკავშირებითაა. ბევრ ქვეყანაში დაიწყო ვაქცინაცია, რაც პოზიტიურ მოლოდინებს აჩენს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ველოდებით ტურიზმის ნაწილობრივ აღდგენას წლის მეორე ნახევრიდან და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეკონომიკური ზრდის გამოცოცხლებას დაეხმარება“,- განაცხადა Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსმა, ევა ბოჭორიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“.

საინვესტიციო კომპანიას პესიმისტური სცენარიც აქვს, რომლის მიხედვით ეკონომიკის ზრდა 3.7%-იანი იქნება.

ვირუსი ჩვენს პროგნოზებზე მთავარ რისკად რჩება. ეს იმიტომ, რომ საუბარია კორონა ვირუსის მესამე ტალღასა და ახალ შტამებზე. თუ ტურიზმი იმ ტემპებით არ გაიხსნა, რასაც ვვარაუდობთ, ეკონომიკა დაახლოებით 3.7%-ით გაიზრდება“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.