ეკონომიკა
15/08/2022

თიბისი კაპიტალი: წლის ბოლოსათვის ლარი დოლართან 2.80-იან ნიშნულზე იქნება

TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ძირითადად ლარის კურსს და მის გარშემო არსბულ ფაქტორებს ეხება.

თიბისი კაპიტალის მოდელის მიხედვით შეფასებულ საპროგნოზო მაჩვენებლებს რაც შეეხება, წლის ბოლოსათვის აშშ დოლართან მიმართებაში ნიშნული დაახლოებით 2.80-ს შეადგენს, მათ შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ევრო/დოლარი დაახლოებით 1.05 იქნება და სხვა რეგიონული ვალუტების გაცვლითი კურსები აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით სადღეისო ნიშნულებზე შენარჩუნდება.

„2023 წლისათვის, ფსონს ევრო/დოლარის უფრო მაღალ ნიშნულზე დავდებდით, რაც ლარის ევროსთან გარკვეულწილად გაუფასურებას და დოლართან დაახლოებით იმავე დონეზე შენარჩუნებას ან სავარაუდოდ, უფრო მეტი ალბათობით, გამყარებას გულისხმოს“–ამბობს საინვესტიციო ბანკის მთავარი ეკონომისტი.