ეკონომიკა
07/04/2022

TBC Capital: უკრაინაში ღვინის ექსპორტი ფაქტობრივად განულდება

TBC Capital-ი მიმდინარე ომის გამო, უკრაინში ღვინის ექსპორტის წლის ბოლომდე გადავადებას ვარაუდობს.

სპეციალურ ანგარიშში გამოქვეყნებული ორივე სცენარის მიხედვით, უკრაინაში წლიური ექსპორტი დაახლოებით 90%-ით შემცირდება და ფაქტობრივად განულდება.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ერთ შემთხვევაში ექსპორტი, გარკვეული რისკების მიუხედავად ძირითადად შენარჩუნდება ან ომის დაგვიანებული გადაწყვეტის სცენარით, სხვა ქვეყნებში ღვინის ექსპორტი 14%-ით კლებულობს.

2021 წლის მდგომარეობით, ღვინის ექსპორტში უკრაინის წილი 12%–ს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ ამავე წელს ღვინის ექსპორტმა $234 მლნ–ს მიაღწია. აქედან, რუსეთის წილმა 56% შეადგინა, რასაც მოჰყვება უკრაინა 10%–ით, ჩინეთი - 7%, პოლონეთი - 6%, ბელარუსი -5%, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები - 4%.