ეკონომიკა
12/04/2022

TBC Capital: მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება ლარის კურსისთვის პოზიტიური ფაქტორია

ლარის კურსთან დაკავშირებით შეფასება დიდწილად ნეიტრალურია.

TBC Capital-ის ლარის მხარდამჭერი არგუმენტებიდან აღსანიშნავია საბაზო სცენარით სავალუტო შემოდინებებისა და გადინებების ბალანსის გაუმჯობესება.

საინვესტიციო ბანკის აზრით, ინფლაცია წელსაც მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება და 2021 წლის მსგავსად, არაერთ შემთხვევაში მოსახლეობის რეალური შემოსავლების მატება მოსალოდნელია, თუმცა ეს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების წინაპირობაა, რაც ლარის კურსისათვის პოზიტიური ფაქტორია.

ამასთან, რეგიონის სხვა ვალუტებთან ლარის საშუალო კურსი მცირედით, მაგრამ შედარებით მაინც უფრო სუსტი ლარის არგუმენტია.

TBC Capital-ის შეფასებით, არ არის აუცილებელი, ლარის შესაძლო გაუფასურებამ ეკონომიკის ზრდის შეფერხებაზე გარკვეული დამაბალანსებელი ეფექტი იქონიოს. უფრო მეტიც, საქართველოს ეკონომიკისათვის უფრო რელევანტური ანალიზის საფუძველზე, ლარის გაუფასურებასა და ეკონომიკის ზრდას შორის შესაძლოა უარყოფითი კავშირიც კი არსებობდეს, განსაკუთრებით თუ ადგილი აქვს ე.წ. შოკის გამაძლიერებლის ეფექტს.