ეკონომიკა
13/12/2021

TBC Capital: მესამე კვარტალში FDI-ის სახით შემოსულმა სააქციო კაპიტალმა $16 მლნ შეადგინა

 

TBC Capital-ის მთავარმა ეკონომისტმა განახლებული ანგარიში წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) სახით მიღებული სააქციო კაპიტალის შემოდინება, მოლოდინების შესაბამისად, სუსტი იყო.

„მიუხედავად იმისა, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია, წმინდა სავალუტო შემოდინებების შეფასება ძლიერია და სებ-ს სავალუტო ბაზარზე ვალუტა არ გაუყიდია, ეროვნული ბანკის რეზერვები მაინც შემცირდა.

აღნიშნული, სავარაუდოდ, მთავრობისა და სახელმწიფო კომპანიების მიერ ვალუტის კონვერტაციებს უკავშირდება. ამასთან აღსანიშნავია, რომ, მოლოდინებთან შესაბამისად, მესამე კვარტალში პირდაპირი ინვესტიციის სახით შემოსულმა სააქციო კაპიტალმა მხოლოდ $16 მლნ შეადგინა.– ნათქვამია ანგარიშში.