ეკონომიკა
21/02/2022

TBC Capital: ლარის კურსის სეზონურობა აღარაა მოსალოდნელი

TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიშის მიხედვით, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი, დეკემბრის მსგავსად, იანვარშიც პოზიტიური იყო, თუმცა, ამჯერად მხოლოდ სეზონური შესწორების გარეშე.

ამასთან, იანვრის საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორი იყო.

როგორ უნდა მოვახდინოთ აღნიშნული ბალანსის ლარზე ზეგავლენის შეფასება, სეზონურობით თუ სეზონურობის გარეშე? მთავარი ეკონომისტი აღნიშნავს, რომ პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა აღქმა აქვთ სავალუტო ბაზრის მონაწილეებს ლარის კურსის წლის განმავლობაში სეზონურობასთან დაკავშირებით.

"საკუთრივ, თუ სეზონური მერყეობის შესახებ ბაზარი კარგად ინფორმირებულია, ლარის კურსის სეზონურობა აღარაა მოსალოდნელი, რადგანაც სავალუტო ბაზრის მონაწილეები წლის განმავლობაში ამ ფაქტორით გამოწვეულ მერყეობას დააბალანსებენ. მართალია საქართველოში სავალუტო ბაზარი ისეთი ღრმა და განვითარებული არაა, როგორც მაგალითად ევრო/დოლართან დაკავშირებული ოპერაციები, თუმცა, შედარებით გათვითცნობიერებულ, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეთა რიცხვი მაინც მაღალია."– განმარტავს მთავარი ეკონომისტი.

პუბლიკაციის მიხედვით, იმ ფონზე, როდესაც წმინდა შემოდინებების საკმაოდ გამოკვეთილი სეზონურობა სამომავლოდაც მოსალოდნელია, არაა აუცილებელი, რომ ლარის კურსიც სეზონური იყოს. მართალია ბოლო წლებში ლარის კურსის სეზონურობას ჰქონდა ადგილი, რაც ერთი მხრივ, ტურისტული შემოდინებების ხვედრითი წილის ზრდითა და მეორე მხრივ, სხვადასხვა მიზეზით ლარის მეტი მერყეობით იყო გამოწვეული, თუმცა, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს პანდემიის დაწყებამდეც, ლარის კურსის სეზონურობა ისეთი გამოკვეთილი აღარაა.

"ჩვენი აზრით, ლარის კურსის მხრივ, სეზონურად შესწორებული მაჩვენებლები ასევე გასათვალისწინებელია. მთლიანობაში, იმ დაშვებით, რომ ლარის სეზონურობა ლარის კურსში სრულად ასახული ჯერ კიდევ არ არის, არარეზიდენტების ლარში ინვესტორებისაგან განსხვავებით, შეიძლება ითქვას, რომ იანვრის საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების შემოდინებების ბალანსი იანვარში ლარის კურსის გამყარების ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენდა."–აღნიშნავს, TBC Capital–ის ეკონომისტი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023