ეკონომიკა
21/02/2022

TBC Capital-ის ვარაუდით, 2022 წლის ეკონომიკის ზრდა 6%-ს გადააჭარბებს

TBC Capital–მა მთავარი ეკონომისტის განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, იანვრის საქონლით ვაჭრობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, როგორც წ/წ, ასევე პანდემიის საბაზო ეფექტის გამორიცხვითაც.

გზავნილების დინამიკა კი იანვარშიც სტაბილურად ძლიერი იყო. ამასთან, საქონლით ვაჭრობის მსგავსად, იანვარში ტურისტული შემოსავლების აღდგენაც აჩქარდა, რაც მიმდინარე წელს, 2019 წელთან შედარებით, 75-80%-ზე მეტი შემოდინებების ალბათობას ზრდის. ასეთ შემთხვევაში კი, TBC Capital–ის მთავარი ეკონომისტი ვარაუდობს, რომ იანვრის სავარაუდოდ მოსალოდნელი ორნიშნა ზრდით დაწყებული, 2022 წლის ეკონომიკის ზრდა 5.5%- 6.0%-ზე მეტი იქნება.

ამასთან, ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მთავარ რისკ ფაქტორად რჩება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023