TBC Capital: ინფლაციის რისკები მკვეთრად არის გაზრდილი
TBC Capital-მა მთავარი ეკონომისტის განახლებული ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ძირითადად განხილულია უკრაინა–რუსეთის ომისგან გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეები და მისი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე.
პუბლიკაციის მიხედვით, ინფლაციის მხრივ კი, რისკები ცალსახად მკვეთრად არის გაზრდილი.
ასევე, ნავთობისა და სხვა სასაქონლო პროდუქტების გამო ფასების ზრდა მოსალოდნელი იყო, თუმცა აღსანიშნავია, რომ მაღალი ყოველთვიური ინფლაცია უკვე თებერვალში დაფიქსირდა. ბუნებრივია, ამას დაემატება ლარის კურსის გაუფასურების ეფექტიც.
"შორს ვართ იმ აზრისგან, რომ თუ საერთაშორისო მასშტაბით ინფლაცია მაღალი იქნა, წელს 3%-იან ნიშნულთან ახლო ინფლაციის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ამასთან, განსაკუთრებით წინა წლის 13.9%- იანი ინფლაციის შემდეგ, ვფიქრობთ რომ სამიზნე მაჩვენებლის კვლავ ძალზედ მაღალი გადაცილების აპეტიტი შედარებით ნაკლებია."–ნათქვამია ანგარიშში.