ეკონომიკა
18/07/2022

TBC Capital-ი წელს ინფლაციის 7.4%-მდე შემცირებას ელის

TBC Capital-ის მაკრო მოლოდინები ძლიერია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური ზრდის შენელების ფაქტორისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის წმინდა ეფექტისაგან განსხვავებით, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლების გამო ეკონომიკური აქტივობის მატერიალური შეფერხება საბაზო სცენარში ჯერჯერობით გათვალისწინებული არაა.

ამ დაშვებებითა და მთავარი ეკონომისტის განახლებული პუბლიკაციის მიხედვით, 2022 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის შეფასება დაახლოებით 12.2%-ს შეადგენს. ასევე უცვლელია მოლოდინები ლარის კურსის მხრივ.

ინფლაციის დინამიკას რაც შეეხება, საერთაშორისო სასაქონლო ფასების დამატებით შემცირების გათვალისწინებით, წინა კვირაში გამოქვეყნებული პროგნოზი კვლავ გაუმჯობესდა. კერძოდ, როგორც ჩანს, არსებული 12.8%-დან, წლის ბოლოსათვის ინფლაცია არა 8.5%-მდე, არამედ 7.4%-მდეც კი შეიძლება შემცირდეს.

ძლიერი წმინდა შემოდინებების გათვალისწინებით, ეს სცენარი რეფინანსირების განაკვეთის სადღეისოდ 11%-დან, წლის ბოლოსათვის დაახლოებით 10%-მდე დაწევაზე მიუთითებს.