ეკონომიკა
14/07/2022

TBC Capital: ბათუმში უძრავი ქონების ქირის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზეა

TBC Capital–მა ბათუმის უძრავი ქონების შესახებ ანგარიში გამოავეყნა.

როგორც საინვესტიციო ბანკი აღნიშნავს, ბათუმი სრულად გამოვიდა პანდემიური გავლენიდან.

განახლებული მონაცემების მიხედვით, წელს საცხოვრებელი ფართის ტრანზაქციები 34%–ით გაიზარდა, რაც შთამბეჭდავია როგორც 2019 წელთან, ასევე 2020 წელთან შედარებით.

ტურიზმის ძლიერმა აღდგენამ და მიგრაციის ეფეტმა კი უკვე იქონია გავლენა ქირის ფასზე, რომელიც 2020–21 წლებთან შედარებით რეკორდულ მაჩვენებელზეა.

ამასთან, 2021 წელს საცხოვრებელი სახლების მშენებლობაზე გაცემული ნებართვის მაჩვენებელი ყველაზე დაბალი იყო 2013 წლის შემდეგ.

"2022 წლის ოპტიმისტური დასაწყისიდან გამომდინარე, ჩვენ ველით, რომ ტრანზაქციების რაოდენობა და გასაყიდი ფასები შარშანდელ მაჩვენებელს გადააჭარბებს."–ნათქვამია TBC Capital–ის ანგარიშში.