ეკონომიკა
20/09/2021

TBC Capital: აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა

TBC Capital-ის განახლებული მონაცემებით, აგვისტოში ექსპორტის ზრდა მოსალოდნელზე მეტად შენელდა და აშშ დოლარში წ/წ 14.7% შეადგინა, ხოლო იმპორტი წინა თვის მაჩვენებლებს ინარჩუნებს.

მიზეზების მხრივ, საბაზო ეფექტის გარდა, გასათვალისწინებელია მსოფლიოში გადადებული მოთხოვნის გარკვეული ნორმალიზება, თუმცა ასევე ექსპორტისათვის დამახასიათებელი ყოველთვიური მერყეობა. ამასთან, საქონლით ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი.

ექსპორტისგან განსხვავებით, იმპორტის დინამიკა აგვისტოშიც წინა თვის მსგავსი იყო, 2020 წლის საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, რაც შიდა მოთხოვნის მზარდ დონეზე მიუთითებს.

აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებით უცხოურ ვალუტაში დანაზოგების შემცირება შიდა მოთხოვნას დამატებით აძლიერებს და ლარზე პოზიტიური ზეგავლენა აქვს, ისევე როგორც გზავნილების მზარდ მაჩვენებლებს.