ეკონომიკა
09/06/2021

თამაზ დაუშვილი FDI-ზე: რაც დავთესეთ იმ შედეგს ვიმკით

2020 წლის პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების ერთ-ერთ მიზეზად კერძო სექტორის ნაწილი ვაქცინაციის პროცესის დაგვიანებას ასახელებს. ბიზნესი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო ინვესტორებმა საქართველოში თანხის დაბანდებისგან თავი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო შეიკავეს.

„სამწუხაროა, რომ შარშან ვერ მოვახერხეთ ვაქცინის შემოტანისა და პროცესის დაწყების ისე დაგეგმვა, რომ პირველ კვარტალში ეკონომიკისა და ინვესტიციების ზრდის უკეთესი შედეგები გვქონოდა. ჩვენი ქვეყანა გლობალურ ეკონომიკურ კონკურენციაშია. ის ინფორმაცია, რომ საქართველოში კოვიდ მდგომარეობა რთული იყო, მიდიოდა ინვესტორებთანაც“, - განაცხადა „ბიზნესპარტნიორთან“ „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა, თამაზ დაუშვილმა.

ბიზნესმენის თქმით, რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას საქართველოში მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმართ სკეპტიკური განწყობაც ემატება.

„სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არც ისე სახარბიელო ფონი გვაქვს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ახლა მოსახლეობაში რბილად რომ ვთქვათ, ჰესების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაა. ეს აუარესებს საინვესტიციო გარემოს და ძალიან დიდი პრობლემაა. თუმცა, ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ინვესტორთან მიდგომა, დამოკიდებულება უკვე რამდენიმე წელია შეიცვალა. ეს თემა პოპულისტური გახდა. ვთქვათ, იგივე ქართულ მიწებთან დაკავშირებით იყო, ინვესტორი საიდან მოდის, რომელი ქვეყნიდან მოდის, რა ტიპის არისო. ეს საკითხი უფრო პოლიტიზებული გახდა. აქედან გამომდინარე ვიმკით იმ შედეგს, რასაც ვიმკით. ახლა მთავრობამ მოსახლეობასთან რაც შეიძლება მეტი უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ აუხსნას, რისთვის არის საჭირო ინვესტორი. ინვესტორები საქართველოში იმისთვის არ მოდიან, რომ ქართული მიწა აიღონ, გუდაში ჩადონ და წაიღონ. ისინი მოდიან იმისთვის, რომ სარგებელი მოუტანონ ამ ქვეყანას და თავის კომპანიებს. ფონი სერიოზულად გაფუჭდა და ახლა მის გამოსწორებას და აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება“,- აღნიშნა დაუშვილმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022