ეკონომიკა
21/07/2021

"შეზღუდვების დაწესება მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც შეამცირებს"

ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის შეფასებით, გაუარესებული ეპიდვითარების გამო შეზღუდვების დაწესება, არა მარტო 2021 წლის, არამედ მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პოტენციალსაც მნიშვნელოვნად შეამცირებს. 

მისი თქმით, მაქსიმუმი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს. ამისთვის, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობა. 

“ქვეყანაში დღეში 20 000 ვაქცინის გაკეთების საშუალებაა, სამწუხაროდ 6 000 დოზა კეთდება, ეს სერიოზული პრობლემაა. დღეს რისი საშუალებაც გვაქვს, იმის მესამედსაც არ ვიყენებთ.  ეს ქმნის ძალიან დიდ პრობლემას და ზრდის რისკებს. ყველა მაქსიმალურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში. თუ ჩვენ დღეში თუნდაც 2 000 ინფიცირებული გვეყოლება და საავადმყოფოები არ გადაიტვირთება, ჩაკეტვის რისკი ნახევრდება და კიდევ უფრო მცირდება. ამ ნაწილში, ვაქცინაციას ალტერნატივა არ აქვს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არა დაკეტვაზე, არამედ ვაქცინაციის პროცესის უფრო გაფართოებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ. 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022