ეკონომიკა
11/12/2020

შესაძლებელია განისაზღვროს დარგები,სადაც გაზის ტარიფი განსხვავებული იქნება - ლევან სილაგავა

საქართველოში მოქმედი 7 ასოციაცია „თბილისი ენერჯის“ კომპრომისული გზების გამონახვისკენ მოუწოდებს. „ბიზნესპარტნიორთან“ მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა ამბობს, რომ გაზის კომერციული ტარიფის 24 თეთრით გაძვირება გარკვეულ მიმართულებებს პროდუქციას მნიშვნელოვნად უძვირებს.

„შესაძლებელია დადგინდეს ის მიმართულებები და დარგები, რომელთათვისაც ტარიფი შეიძლება იყოს განსხვავებული. შესაძლოა, ტარიფის მატება ყველას ერთნაირად არ ურტყამდეს. შესაძლოა, რომ „თბილისი ენერჯიმ“ ტარიფი, რომელიც გასაძვირებელია, გარკვეულწილად გადაანაწილოს. ანუ, ზოგს მეტი გაუკეთოს, ზოგს ნაკლები. თავად დააბალანსოს ეს და მინიმუმზე დაიყვანოს პრობლემები, რომელიც კომპანიას აქვს.დიფერენცირების საშუალება თუ აქვთ, ეს გამოიყენონ და სოლიდარული იყვნენ სხვა კომპანიების შემთხვევაში“,- გნაცხადა სილაგავამ.