ეკონომიკა
18/11/2020

სელიმ ჩაკირი: საქართველოს საგარეო ვალი მშპ-ს 54%-მდე 2025 წლისთვის ჩამოვა

საერთაშორისო სავალუტო ფონდი ელის, რომ 2025 წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ვალი მშპ-ს 54%-მდე ჩამოვა. „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში IMF-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, სელიმ ჩაკირმა აღნიშნა, რომ ეს რიცხვი 2023 წლამდე 60%-ს უნდა ჩამოსცდეს.

„კორონა ვირუსის პანდემიის გამო გლობალური ეკონომიკა უდიდესი კრიზისის წინაშეა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს არაერთი ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის, საქართველოზე. ერთი კარგი რამ, რაც საქართველოს შემთხვევაში მოხდა ისაა, რომ ქვეყანას ნამდვილად  არ მიუღია ისეთი მძიმე დარტყმა, როგორი მძიმეც თავად ეს კრიზისია. ამან მთავრობას კრიზისზე რეაგირების ფისკალური სივრცე დაუტოვა. ეს ძირითადად მხარდაჭერილი იყო საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ, სესხის პირობები კი შედარებით მსუბუქი.

ასე რომ აქ არ ყოფილა ხალხმრავლობის ეფექტი იმ გაგებით, რომ საქართველოს მთავრობას არ დასჭირვებია ფულის სესხება ბანკებისგან და შემდეგ ბანკებს კერძო სექტორისთვის ფულის სესხების რესურსი არ ამოწურვიათ. ასეთი რამ არ მომხდარა. საქართველოს ვალი 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 62% იქნება, მაგრამ თანდათანობით ის დაიკლებს. 2025 წლისთვის 54%-მდე ჩამოვა. კორონავირუსი აღარ იქნება და ეკონომიკური აქტივობების აღდგენასთან ერთად შემოსავლების მიღება კვლავ განახლდება. ეს საჭიროა ბიზნესის მხარდაჭერისთვის, რომელთა აქტივობაც ჩვეულ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს. ასევე შემცირდება მთავრობის ხარჯებიც.

არსებობს ეკონომიკური თავისუფლება, მთავრობა ვალდებულია, რომ ფისკალური დეფიციტი მშპ-ს - 3% ნაკლები იყოს, ხოლო ვალი ჩამოვიდეს 60%-ზე ქვევით 2023 წლისთვის. ვიმედოვნებთ, რომ დამატებითი ექსტრემალური ზომების მიღება საჭირო აღარ გახდება და ეს მიზნები მიღწევადია“,- განაცხადა ჩაკირმა.