ეკონომიკა
16/04/2021

სელიმ ჩაკირი: 2021 წელს ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდა დაბალანსებული პროგნოზია

“საერთაშორისო სავალუტო ფონდი“ 2021 წელს საქართველოში ეკონომიკის 3.5%-იან ზრდას ვარაუდობს და პროგნოზის გადახედვას ამ ეტაპზე არ აპირებს. „ბიზნესპარტნიორთან“ IMF-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, სელიმ ჩაკირი აცხადებს, რომ ეკონომიკის ზრდა 5%-ს 2022 წლიდან გადააჭარბებს.

„იმ გადმოსახედიდან, სადაც ახლა ჩვენ ვართ, რომლის მიხედვითაც, პანდემია კვლავ გრძელდება, ვაქცინაცია კი არ არის ხელმისაწვდომი მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, ეკონომიკის 3.5%-იანი ზრდა დაბალანსებული პროგნოზია.

ეს ნამდვილად იყო კრიზისი, რომელსაც ვერაფერს შევადარებთ. წინ სიარული, რა თქმა უნდა, მეტწილად პანდემიის დასრულებაზეა დამოკიდებული. ჩვენ რამდენიმე სცენარს განვიხილავთ. ჩვენი მთავარი სცენარის მიხედვით, ეკონომიკა მიმდინარე წელს 3.5%-ით გაიზრდება. საშუალოვადიან პერიოდში, 2022 წლის დასაწყისიდან ვვარაუდობთ, რომ ზრდა 5%-ზე მეტი იქნება.

ვფიქრობთ, რომ აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ექნება ტურიზმის სექტორის თანდათანობით გაჯანსაღებას და მოთხოვნის გაჩენას. საბოლოო ჯამში, ჩვენი პროგნოზით 2024 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა დაახლოებით 11%-ით ნაკლები იქნება იმ მაჩვენებელზე, რომელსაც კორონა ვირუსის პანდემიის დაწყებამდე ვვარაუდობდით. სამწუხაროდ, კრიზისი საკუთარ კვალს დატოვებს“,- აღნიშნა ჩაკირმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
02

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
04

02/11/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
05

23/11/2021
ბიზნესი

სამკურნალო წყალი "ლუგელა" დეკემბრიდან საქართველოშიც გაიყიდება
06

08/09/2022