ეკონომიკა
08/12/2021

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა

სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5%-ული პუნქტით 10.5%-მდე გაზარდა

გადაწყვეტილება მონეტარულიპოლიტიკის კომიტეტმა დღეს მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 2 თებერვალს ჩატარდება.

სებ-ი მაღალ ინფლაციურ მოლოდინზე აცხადებს, რომელიც მსოფლიოში პანდემიით გამოწვეულ გამოწვეულმა არაორდინარული ვითარებით ხსნის.

მიუხედავად იმისა, რომ ნოემბერში წლიური ინფლაცია მცირედით, 12.5%-მდე შემცირდა, ეროვნული ბანკი მიმდინარე წლის დეკემბერსა და 2022 წლის იანვარ-თებერვალში ისევ მაღალ ინფლაციას ელის. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია მიმდინარე ინფლაციაზე კომუნალური გადასახადების სუბსიდიის სტატისტიკური გავლენა.

"მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ინფლაცია, კომუნალური გადასახადების ზემოხსენებული საბაზო ეფექტის გამო, დროებით გაიზრდება, თუმცა გაზაფხულიდან ის შემცირებას დაიწყებს. ინფლაციის ეტაპობრივ შემცირებას, ერთჯერადი ფაქტორების მილევასთან ერთად,  დაგეგმილი ფისკალური კონსოლიდაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა შეუწყობს ხელს. მომავალში პოლიტიკის განაკვეთის შემცირების წინაპირობა მნიშვნელოვნად შემცირებული ინფლაცია და ინფლაციური მოლოდინები იქნება," - მიათითებს ეროვნული ბანკი.

სებ-ი მიათითებს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლიურად შემცირებულია, თუმცა მისი დონე ჯერ კიდევ მაღალია, რაც შიდა მოთხოვნას გაზრდილ ნიშნულზე ტოვებს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
01

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
ბიზნესი

ექსპორტიორები ქუთაისის საერთაშორიო აეროპორტში სატვირთო  ტერმინალის ამოქმედების საჭიროებაზე საუბრობენ
05

02/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023