ეკონომიკა
22/12/2020

სებ-ის საბაზისო სცენარით, 2021 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება

ეროვნული ბანკი 2021 წელს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იან ზრდას ვარაუდობს. კობა გვენეტაძის განცხადებით, ეს მარეგულირებლის საბაზისო სცენარია, რომელიც არსებული რეალობის შეცვლის პარალელურად შეიძლება, გადაიხედოს.

„რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელს 5%-ით შემცირდება. თუმცა, ფისკალური სტიმულისა და საკრედიტო აქტივობის შენარჩუნების ფონზე მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ის ძირითადად მოხმარებისა და ინვესტიციების ხარჯზე 5%-ით გაიზრდება“,- განაცხადა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეო კომიტეტს მომავალი 3 წლის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის პროექტს წარუდგენს.