ეკონომიკა
28/03/2023

საწარმოებს 2026 წლიდან ახალი ვალდებულება დაეკისრებათ

არსებულ და ახალ საწარმოებს ინტეგრირებული ნებართვის ქონა მოუწევთ.

პარლამენტში განსახილველად „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საკანონდებლო კანონპროექტი წარადგინეს, რომელიც მიზანად ისახავს  სამრეწველო ემისიების შესახებ ეროვნულ კანონმდებლობაში, ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივის გადმოტანას, რაც, თავის მხრივ,  საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებაა. 

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ ევროკავშირის დირექტივა არეგულირებს მსხვილი სამრეწველო ობიექტების ისეთ საქმიანობებს, რომლებიც გარემოს დაბინძრების მხრივ მაღალი რისკის შემცველია.

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა წარადგინა.

„სისტემა, რომლის დანერგვაც კანონპროექტის გათვალისწინებით ქვეყანაში იგეგმება, გულისხმობს არსებული და ახალი საწარმო ობიექტებისვის ინტეგრირებული ნებართვის ქონის აუცილებლობას. მნიშვნელოვანია, რომ საწარმოს წინსწრებით ჰქონდეს განსაზღვული ის გარემოსდაცვითი პირობები, რომლის ფარგლებშიც უნდა იმოქმედოს, ეს ეხება როგორც ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევებს და ჰაერის დაბინძურების შემცირებას საწარმოების მხრიდან, ასევე, წყლის ობიექტების დაბინძურების პრევენციას, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას და ნიადაგის დაბინძურების პრევენციულ ღონისძიებებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2026 წლიდან, ინტეგრირებული ნებართვის აღება დაევალება ნებისმიერ ახალ საწარმოს, რომელიც გადაწყვეტს კანონპროექტით განსაზღვრულ კონკრეტულ სექტორებში დაიწყოს საქმიანობა, ხოლო 2029 წლიდან,  ვალდებულება დაეკისრება უკვე არსებულ და მოქმედ საწარმოებს. კ

კანონპროექტი ითვალისწინებს საწარმოებში მთელი რიგი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ფინანსები

საუკეთესო კორპორაციული ციფრული ბანკი საქართველოში- თიბისი Global Finance-ის რჩეულია
01

16/08/2023
ბიზნესი

მეორადი საბურავების იმპორტის შეზღუდვის მოთხოვნით "თეგეტა მოტორსი" სასამართლოს მიმართავს
02

25/05/2021
ეკონომიკა

გიორგი აბაშიშვილი: ომის ფონზე, საქართველო-ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობა და აუცილებლობა გაჩნდა
03

07/06/2022
ბიზნესი

ირაკლი კოვზანაძე: სადაზღვევო ბაზარს განვითარების პერსპექტივა აქვს
04

08/04/2022
ეკონომიკა

"მასიური მარცხი" გლობალური ეკონომიკისთვის" - რუსეთ-უკრაინის ომი რიცხვებში
05

19/04/2022
ბიზნესი

ავტოიმპორტიორები გამოწვევების პირისპირ - რა შეღავათს ითხოვს ასოციაცია
06

09/05/2022