ეკონომიკა
06/07/2021

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში ₾3 მლრდ ინვესტიცია იგეგმება

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განსავითარებლად სულ მცირე 3 მლრდ ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ უწყების 10 წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში საპორტო ინფრასტრუქტურა განვითარდება.

“ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურა, ჩვენი შავი ზღვის სანაპირო არის კარიპჭე, რომელიც ევროპას და აზიას აკავშირებს. აქ დღეს მიმდინარეობს სამი დიდი პროექტი - ფოთის პორტის გაფართოება, პეის სატერმინალო ინფრასტრუქტურის აშენება, რომელიც აშშ-ს თანადაფინანსებით ხორციელდება, და ეს არის ანაკლიის პროექტი, რომელიც ჩვენი პრიორიტეტია. სულ მალე დასრულდება გადახედვა ძველი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების და ჩვენ ჩამოვყალიბდებით, როგორი სტრუქტურით გავხადოთ ეს პროექტი მეტად მიმზიდველი ინვესტორებთან სასაუბროდ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, განვითარდება სარკინიგზო მიმართულება.  

“უახლოეს წლებში დასრულდება მოდერნიზაციის პროექტი, სამცხე-ჯავახეთში ახალქალაქის სარკინიგზო სადგურის მშენებლობა, რომელიც ახალი სარკინიგზო მიმართულების, ბაქო-თბილისი-ყარსის საკვანძო წერტილია. ვავითარებთ თბილისის მახლობლად ე.წ.მშრალი პორტების ქსელს და უკვე გვაქვს პირველი წარმატებული პროექტები.

რა თქმა უნდა ავიაცია - ეს არის პირველ რიგში ჩვენი საერთაშორისო აეროპორტები, იმერეთში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ახლახანს განვაახლეთ და გავაოთხმაგეთ გამტარუნარიანობა. იგივე ქუთაისის აეროპორტის კარგო ტერმინალის განვითარება, რომელიც ტვირთებს მოემსახურება და სხვა მსგავსი პროექტები.

ცალკე ავღნიშნავ - ე.წ. ქონექთივითი, ანუ ჩვენი ფიზიკური კავშირები და მათი განვითარება ჩვენსა და ევროკავშირს შორის, კონკრეტულად ტრანსპორტის სფეროში,ეს ნიშნავს მეტ საბორნე, საფიდერო მიმოსვლას ჩვენს პორტებსა და ევროპულ პორტებს შორის. ამ მიმართულებით ვმუშაობთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ჩართულობით“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
05

15/06/2022
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
06

19/05/2023