ეკონომიკა
03/12/2020
სარესტორნო ბიზნესისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე განცხადებების მიღება ხვალიდან იწყება
სარესტორნო ბიზნესისთვის სესხის პროცენტის სუბსიდირებაზე "აწარმოე საქართველოში" განცხადებების მიღება ხვალიდან იწყება.
ეკონომინკის მინისტრი ნათია თურნავა რესტორნების წარმომადგენლებს ამ თვალსაზრისით აქტიურობისკენ მოუწოდებს.
"რესტორნების ინდუსტრიაში ვიწყებთ ახალ პროგრამას. ეს არის სესხისა და ლიზინგის პროცენტის სუბსიდირება. განცხაებების მიღება ხვალ დაიწყბა. კარგად გვესმის, რომ სარესტორნე ინდუსტრია მძიმე მდგომარეობაშია. გვსურს, მაქსიმალურად სწრაფად შევუმსუბუქოთ საბანკო სესხების ტვირთი. მოვუწოდებთ რესტორნებს, რომ მიაკითხონ კრედიტორ ბანკებს. საბანკო სესხების ტვირთს ისინი პრაქტიკულად ვერ იგრძნობენ",- განაცხადა თურნავამ.