ეკონომიკა
20/07/2021

"სახელმწიფო საწარმოებმა დამოუკიდებლად უნდა იფუნქციონირონ, უნდა მოხდეს მათი კორპორატიზაცია"

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ეკონომიკის სწრაფი ზრდის შესანარჩნებლად მნიშვნელოვანია სახელმწიფო საწარმოების, კაპიტალის ბაზრის, სახელმწიფო ინვესტიციების რეფორმა. 

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმა კონკრეტული სტრატეგიიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს. სტრატეგია დასრულების ეტაპზეა და საჯარო რამდენიმე კვირაში გახდება. 

“სტრატეგია მიეწოდება საზოგადოებას და შესაძლებელი იქნება, მასზე ვიმსჯელოთ. სწორედ ამ სტარტეგიას უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი საწელმწიფო საწარმოს რეფორმა, ამ სტარტეგიიდან გამომდინარე უნდა იყოს ის მიზნები მიღწეული, რომელიც გვინდა, რომ სახელმწიფო საწარმოებში იყოს აღსრულებული და გატარებული. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო საწარმოებმა შეძლონ ფუნქციონირება დამოუკიდებლად, უნდა მოხდეს მათი კორპორატიზაცია, ეს უნდა მოხდეს ყველაზე სწორი და გამჭვირვალე გზით, რაც არის კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესაბამისად, ანუ მათი აქციები უნდა ივაჭრებოდეს აუცილებლად საფონდო ბირჟაზე და შესაბამისად მხოლოდ ამ ფორმით უნდა მოხდეს მათი პრივატიზაცია. ხოლო, სანამ აღნიშნული კომპანიები მიაღწევენ იმ სტანდარტს, რაც უნდა მიაღწიონ იმისთვის, რომ დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის და კორპორატიული მართვის შესაბამისი სტანდარტები, სწორედ ამისთვისაა საჭირო სწორედ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიიდან გამომდინარე განხორციელდეს ყველა ქმედება“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022