ეკონომიკა
09/03/2022

საქართველოში შაქარი ძირითადად, ბრაზილიიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან შემოდის

საქართველოში შაქრის უდიდესი ნაწილი ბრაზილიიდან, თურქეთიდან და პოლონეთიდან შემოდის.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში 60.4 მლნ დოლარის 120.7 ათასი ტონა შაქარია იმპორტირებული, მათ შორის, ყველაზე დიდი რაოდენობი, 57.9 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან, 28.1 ათასი ტონა ($14.3 მლნ) თურქეთიდან, 19.7 ათასი ტონა ($10.6 მლნ) კი პოლონეთიდან 

საქართველო შაქარს ყიდულობს მექსიკიდანაც, საიდანაც 2021 წელს იმპორტირებულია 9 ათასი ტონა  ($4 მლნ) შაქარი, 2.4 ათასი ტონა ($1.3  მლნ) გერმანიიდან, 110 ტონა ($100 000) კი აზერბაიჯანიდან.

შეგახსენებთ, ორი დღეა სავაჭრო ქსელში შაქრის დეფიციტია. შაქრის ერთ-ერთი იმპორტიორი კომპანია „აგარის შაქარი“ კი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ დეფიციტის გამო „აგარის შაქარი“, იმპორტს აზერბაიჯანიდან გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „აგარის შაქრის“  ქარხანას გააჩნია საკმარისი თეთრი შაქრის ნაშთები, რაც პანიკის საფუძველს არ ქმნის.

თავად ქარხანა კი  წარმოების  სრული დატვირთვით  განახლებას აპრილიდან გეგმავს.