ბიზნესი
09/03/2022

აგარის შაქარი: პანიკური შესყიდვების გამო იმპორტი აზერბაიჯანიდან დაიგეგმა

სავაჭრო ქსელებში შაქრის დეფიციტის გამო „აგარის შაქარი“, იმპორტს აზერბაიჯანიდან გეგმავს. კომპანიაში განმარტავენ, რომ „აგარის შაქრის“  ქარხანას გააჩნია საკმარისი თეთრი შაქრის ნაშთები, რაც პანიკის საფუძველს არ ქმნის.

“ბოლო პერიოდში ხდება პანიკური შესყიდვები, ამის უზრუნველყოფისთვის და რეზერვის ნაშთის გაზრდისათვის პარალელურად, შაქრის იმპორტი დავგეგმეთ აზერბაიჯანიდან. ჩვენ მხოლოდ ქართულ შაქარს ვაწარმოებთ.აზერბაიჯანიდან იმპორტი კი  ალტერნატივაა მარაგების შევსებისთვის. ეს იქამდე, სანამ პანიკური შესყიდვებია და სანამ ქარხანა დაიწყებს მუშაობას. წარმოებისთვის ნედლეული შეკვეთილია და გემი გზაშია,  ხოლო ქარხანა წარმოებას სრული დატვირთვით აპრილიდან განაახლებს,“ - აღნიშნულია „ბიზნესპარტნიორისთვის“ კომპანიიდან გამოგზავნილ წერილში.

როგორც ცნობილია, რეგიონებში შაქრისგან არაერთი ქსელური მარკეტისა და საბითუმო ბაზრობის დახლები  გუშინ დილიდან დაცარიელდა. შაქრის დეფიციტი თბილისის ზოგიერთ მაღაზიაშიც შეინიშნება.

"ბიზნესპარტნიორმა" ვითარება რამდენიმე ქსელურ მარკეტში გადაამოწმა.

კონსულტანტების ინფორმაციით, შაქარზე მომხმარებლების მხრიდან მაღალი მოთხოვნა დაფიქსირდა და მარაგი დროებით ამოწურულია.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

სად რა ღირს უძრავი ქონება - ფასები თბილისის უბნების მიხედვით
01

23/10/2023
ეკონომიკა

მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელებისთვის, ახალი გამომთვლელი შემუშავდა -შემოსავლების სამსახური
02

02/11/2023
საზოგადოება

"ინკლუზიურ განათლებაზე ინტერესი ყოველწლიურად მზარდია"- ნინო გორგაძე
03

25/03/2023
ბიზნესი

სოსო ბერიკაშვილი: აკრძალვის შემთხვევაში, ონლაინ კაზინოები იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს
04

23/11/2021
ბიზნესი

ფიზიკური პირებისთვის უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაში, გადასახადის გადახდის დრო დაჩქარდება
05

19/05/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
06

15/06/2022