ეკონომიკა
21/02/2022

საქართველოს TOP 10 სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა

"საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის იანვარში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა თურქეთია.

ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4% შეადგინა.

ქვეყნის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებში პირველ ადგილს თურქეთი – $168.7 მლნ–ით იკავებს, შემდეგ რუსეთი – $128.6 მლნ–ით და აზერბაიჯანი $122.0 მლნ–ით. 

ათეულში მოხვდნენ ასევე:

  • ჩინეთი – $90.5 მლნ
  • უკრაინა – $65.1 მლნ
  • ბულგარეთი – $65 მლნ
  • აშშ – $39.8 მლნ
  • იაპონია – $36.3 მლნ
  • გერმანია –  $33.2 მლნ
  • სომხეთი – $32.6 მლნ.

აქედან, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 82.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ბულგარეთი – $49.6 მლნ, აზერბაიჯანი – $46.8 მლნ და რუსეთი – $42.7 მლნ.

რაც შეეხება 10 უმსხვილეს საიმპორტო ქვეყანას, მათმა წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.2% შეადგინა. პირველ სამეულში კი თურქეთი – $141.1 მლნ–ით, რუსეთი – $85.9 მლნ–ით და აზერბაიჯანი $75.2 მლნ–ით მოხვდა. 

2022 წლის იანვარში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ $1.11 მლრდ შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 41.2%–ით მეტია.

ექსპორტი 47.6%–ით, $331.3 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 38.7%-იან ზრდას აჩვენებს და $779.1 მლნ შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2022 წლის იანვარში, $447.8 მლნ შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%–ია.