"საქართველოს სჭირდება ინვესტიციები" - ირაკლი ღარიბაშვილმა მრჩეველი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მთავრობა ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობს. წამყვანი როლი კი, უცხოურ ინვესტიციებს ექნება.
“ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის სწრაფი აღდგენა მოხდება - მეტი დასაქმება, შემოსავალი ჩვენი მოქალქეებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ შევარჩიეთ ვაზილ ჰუდაკი, რომელიც არის საქართველოს დიდი მეგობარი. თავისი წარმატებული კარიერის განმავლობაში მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად, ფინანსთა მინისტრად, მანამდე მუშაობდა კერძო ბანკებში. ვაზილ ჰუდაკი ძალიან კარგად იცნობს საქართველოს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.