"საქართველოს საერთო სატრანზიტო კონვენციაზე მიერთების შემდეგ, საქონლის გადაადგილება გამარტივდება"
საქართველო საერთო სატრანზიტო პროცედურის შესახებ კონვენციაზე მისაერთებლად მუშაობს.
როგორც NCTS-ის პროექტის სამართლებრივი კომპონენტის ხელმძღვანელმა, ნინო ჯინჭარაძემ გადაცემა "ბიზნესი რუსთავი 2-თან" განაცხადა, აღნიშნული კონვენცია საქონლის გადაადგილებას გაამარტივებს და მიზნად ევროკავშირთან ინტეგრაციას ისახავს.
კონვენციას 36 სახელმწიფო უკვე მიერთებულია, მათ შორისაა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა, ასევე EFTA-ს (თავისუფალი ვაჭრობის ევროპული ასოციაცია) ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სერბეთი, მაკედონია და უკრაინა.
"საქართველოში შევსებული ერთი სატრანზიტო დეკლარაცია სრულიად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ამ საქონელმა სხვა ქვეყნების ტერიტორიებიც გაიაროს,"-აცხადებს ჯინჭატაძე
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურმა კონცენციაზე მიერთების მიზნით უკვე შეიმუშავა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა, რომელიც ასევე გადაზიდვებისას სრულ ჯაჭვზე მონიტორინგის საშუალებას იძლევა.