ეკონომიკა
02/07/2020

საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 10.4%-ით გაიზარდა

საქართველოს პორტებს ტვირთბრუნვა გაეზარდა. 5 თვის მონაცემებით, ნავსადგურებსა და ტერმინალებში 7.4 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავება მოხდა, წლიურ ჭრილში ზრდა 10.4%-ია.

ფოთის პორტმა 3.4 მლნ ტონა ტვირთი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის ინდენტური მაჩვენებელია. ბათუმის პორტში ზრდაა 0.2 მილიონით, 1.5 მლნ ტონამდე, ასევე ზრდაა სუფსისა და ყულევის ტერმინალებში, სადაც შესაბამისად, 1.8 მლნ და 0.7 მლნ ტონა ტვირთის გადამუშავება მოხდა.

შარშანელი რეკორდული მაჩვენებლების შემდეგ, ზრდის მცირე ტრენდს აჩვენებს საკონტეინერო გადაზიდვები. 5 თვეში საზღვაო ნავსადგურებში 232 537 TEU კონტეინერი გადამუშავდა, საიდანაც 177 908 TEU ფოთის პორტზე მოდის, 54 629 კი, ბათუმზე. ფოთში კლებაა 9.7% (- 19 263 TEU), ბათუმში კი ზრდაა, 56%-ით, 34 989 ერთეულიდან 54 529 - მდე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023