საქართველოს ბაზარზე მორიგი ახალი ამერიკული კომპანია გამოჩნდება
საქართველოს ბაზარზე მორიგი ახალი ამერიკული კომპანია გამოჩნდება. ეკონომიკის მინისტრის,ნათია თურნავას განცხადებით, ამის მიზეზი საგადასახადო კოდექსში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებებია.
კომპანიის ვინაობას ნათია თურნავა ჯერჯერობით არ ამხელს.
"ძალიან მნიშვნელოვანი იყო ცვლილება, რომელიც საგადასახადო სისტემაში შევიდა საერთაშორისო კომპანიების სტატუსთან დაკავშირებით. ამის მიხედვით, IT და არა მარტო IT კომპანიებს, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები 5%-მდე შეუმცირდათ. ამის შედეგად ვხედავთ, რომ პირველად საქართველოში ძალიან მსხვილი კომპანია "ეპამი" შემოვიდა, რომელიც 1000-მდე ადამიანს ასაქმებს. ამ დღეებში საქართველოში კიდევ ერთი ახალი ამერიკული კომპანია შემოდის. ძალიან მალე გავაჟღერებთ მის სახელს. ის დაასაქმებს ძალიან ბევრ ქართველ სპეციალისტს. სულ ერთი თვე გავიდა, რაც ეს ცვლილება შემოვიღეთ და უკვე ასეთი შედეგები გვაქვს მიღებული",- განაცხადა მინისტრმა.