ეკონომიკა
16/12/2020

საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით მოწინავე ადგილზეა - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრის  განცხადებით, საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით მოწინავე ადგილს იკავებს. ნათია თურნავას ამის თქმის საშუალებას ეკონომიკირი განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა აძლევს.

"გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც ჩაატარა ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ და მისი მიხედვით, საქართველომ მოწინავე ადგილი დაიკავა. 80-მე ქვეყანას შორის ვიკავებთ მერვე ადგილს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობის თვალსაზრისით. ანუ, საქართველოს ეკონომიკა დასახელდა ერთ-ერთი ყველაზე ღია და მიმზიდველი პირდაპირი უცსოური ინვესტიციებისთვის. ამ ორგანიზაციამ ისტორიაში პირველად ჩაატარა მსგავსი კვლევა. შეისწავლეს 22 დარგი, რა ბარიერები არსებობს ინვესტორებთან ურთიერთობისას",- აღნიშნა თურნავამ.