"საქართველო ეკონომიკური გამოწვევის წინაშეა, დროა პოლიტიკოსები ჩიხიდან გამოვიდნენ"
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელის კრისტიან დანიელსონის შეფასებით, საქართველო პოლიტიკურ ჩიხშია შესული. ამ დროს კი, ქვეყანა ისეთი გამოწვევების წინაშე დგას, როგორიცაა კორონავირუსი და ეკონომიკური მდგომარეობა.
მისი თქმით, პოლიტიკურმა მხარეებმა კომპრომისი უნდა გამონახონ და ჩიხიდან გამოვიდნენ.
„ქვეყანა პოლიტიკურ ჩიხშია შესული, რაც შემაშფოთებელია. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი გამოწვევაა, რომელიც ეხება პანდემიას და ეკონომიკურ სიტუაციას. ახლა არის დრო, პოლიტიკური მხარეებისთვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსავალი იპოვონ კომპრომისის სახით. ეს არის პარტიების, მათი წარმომადგენლების საქმე, რომ ჩვენი დახმარებით უკვე თავად იპოვონ გამოსავალი, იმისათვის, რომ გაუმკლავდნენ ამ სიტუაციას, გამოვიდნენ ამ მდგომარეობიდან, აგრეთვე გაუმკლავდნენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა კოვიდი, ეკონომიკური სიტუაცია. გამოსავალი უნდა ნახონ“, - აღნიშნა კრისტიან დანიელსონმა.