ეკონომიკა
16/10/2020

საგარეო ვალი ზრდის დინამიკით - ქვეყნის ვალდებულებები ერთ წელში $1,405 მლრდ-ით გაიზარდა

პანდემიის ფონზე ქვეყნის საგარეო ვალდებულებები კვლავინდებურად ზრდის ტრენდით ხასიათდება.

ფინანსთა სამინისტროს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2020 წლის 31 სექტემბრისთვის საქართველოს საგარეო ვალი $6.762 მლრდ-მდეა, ეს $1,405 მლრდ-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

საგარეო ვალის მოცულობა გაზრდილია აგვისტოსთან შედარებითაც, $3,172 მლნ-ით.

ქვეყანას მთლიანობაში საერთაშორისო ინსტიტუტების, ორმხრივი კრედიტორი სახელმწიფოები და სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გაყიდვიდან მიღებული ვალებულებები გააჩნია.

საგარეო ვალის ზრდას, ძირითადად, უკავშირდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან ქვეყნისთვის გამოყოფილი მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ბიუჯეტის 2021 წლის პროექტის განხილვებზე განაცხადა, პანდემიის გამო აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვას საქართველო სამი წლის შემდეგ დაიწყებს.

გიორგი კაკაურიძემ განმარტა, რომ ქვეყანას ფინანსური ვალდებულებები 10-დან 25 წლამდე ვადით აქვს აღებული. მისივე თქმით, არცერთი აღებული ვალი არ არის მოკლე ვადიანი.

 

Businesspartner