საარსებო მინიმუმმა თებერვალში რეკორდულ, ₾231.3-ს მიაღწია
საარსებო მინიმუმი მაღალი ინფლაციის წნეხს განიცდის. თებერვალში მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს, 231.3 ლარს მიაღწია.
საქსტატის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი იანვართან შედარებით 5.1 ლარით გაიზარდა, წლიურად კი 34.1 ლარით არის გაზრდილი.
საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 204.9 ლარით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 13.9%-ს მიაღწია, მაშინ როდესაც მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია. სებ-ი მაღალ ინფლაციას პანდემიას და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს უკავშირებს.
პანდემიის ფონზე ინფლაციის შემცირების მოლოდინი გადავადდა, ეროვნული ბანკი შემცირებას მარტიდან ელოდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომმა პროცესი გააჭიანურა. საერთაშრისო ბაზარზე პროდუქციის გაძვირების და ლარის გაუფასურების ფონზე ეროვნული ბანკი ინფლაციის პროგნოზის გადახედვას გეგმავს.