"რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საიმპორტო ბაზრების ჩანაცვლება, ხორბალსა და სიმინდს გააძვირებს"
TBC Capital–ის კვლევის მიხედვით, საქართველოში პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე.
თუმცა, საკვები პროდუქტების გარდა, აღნიშნულ საიმპორტო ბაზრებზე საქართველოს დამოკიდებულება მაღალია თამბაქოზე, ასევე, პირის ღრუსა და თმის მოვლის საშუალებებზეც.
როგორც საინვესტიციო ბანკი ვარაუდობს, რუსეთის, უკრაინისა და ბელარუსის საიმპორტი ბაზრების ჩანაცვლება, ხორბლისა და სიმინდის ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს. ამასთან, გაზრდილი ფასების პარალელურად, საქართველოს FMCG ბაზარი მეტად დივერსიფიცირებული გახდება და მსგავსი რისკები საგრძნობლად შემცირდება.
TBC Capital-მა სწრაფადბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის განახლებული კვლევა წარადგინა, რომლის მიზანია კომპანიებისთვის და ინვესტორებისთვის სექტორის მიმდინარე ტენდენციებისა და განვითარების პოტენციალის გაცნობა.