ეკონომიკა
21/03/2022

რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, TBC Capital-ი 2022 წელს გზავნილების მცირედ მატებას არ გამორიცხავს

რამდენად იმოქმედებს რუსეთ-უკრაინის ომი საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობაზე, ჯერჯერობით ამის თქმა ნაადრევია.

TBC Capital-ი იმედოვნებს, რომ წინა წელთან შედარებით მცირედით მაინც გაიზრდება. იქვე ნათქვამია, რომ ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს.

"ჯერ სრული 2022 წლისათვის დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა აშშ დოლარში გამოხატული გზავნილების წინა წელთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც მატებას არ გამოვრიცხავთ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების შესაბამისად, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოსა და მარტში იკლო, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია," – აღნიშნულია TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის მიმოხილვაში. 

პუბლიკაციის მიხედვით,TBC Capital–ის სადღეისოდ არსებული შეფასებით, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი დაახლოებით $200 მლნ შეიძლება იყოს. ამ მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი აქტივობაც საყურადღებოა, თუმცა მთლიანობაში საპროგნოზო რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ არაერთ დაშვებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 183.4 მლნ დოლარამდე გაიზარდა (+13.7%Y.Y; +8.6% m.m). რუსეთიდან, წლიურ ჭრილში 13%-მდე კლებაა, უკრაინიდან კი 31%-ით შემცირებაა.

$22 მლნ -მდე გადმორიცხვებით, რუსეთი, მე-2 ადგილზეა იტალიის შემდეგ, საიდანაც გზავნილებმა 33 მლნ-ს მიაღწია.

 

სულ

$ მლნ183.42

წილი

ზრდა13.7% Y

ევროკავშირის ქვეყნები

78.21

42.64%

11.77%

დანარჩენი ქვეყნები

105.21

57.36%

15.10%

   მათ შორის:

 

 

 

იტალია

32.96

17.97%

15.43%

საბერძნეთი

15.47

8.43%

-21.52%

გერმანია

11.38

6.20%

61.93%

ესპანეთი

4.41

2.40%

10.38%

საფრანგეთი

3.82

2.08%

43.17%

პოლონეთი

2.52

1.37%

20.03%

ირლანდია

2.46

1.34%

73.30%

რუსეთის ფედერაცია

21.94

11.96%

-12.70%

აშშ

21.10

11.50%

10.29%

ისრაელი

14.10

7.68%

1.23%

ყაზახეთი

13.78

7.51%

680.73%

თურქეთი

7.35

4.01%

-14.11%

უკრაინა

5.08

2.77%

-31.45%

აზერბაიჯანი

4.80

2.62%

-19.58%

ყირგიზეთი

3.37

1.84%

225.15%

გაერთიანებული სამეფო

2.45

1.33%

122.66%

ტაჯიკეთი

1.42

0.77%

116.92%

კანადა

1.31

0.71%

-9.31%

სომხეთი

1.03

0.56%

-0.79%