ეკონომიკა
19/07/2021
რით არის განპირობებული მაღალი ინფლაცია - კობა გვენეტაძე მიზეზებს ასახელებს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მაღალი ინფლაციის მიზეზებს კიდევ ერთხელ განმარტავს.
კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის არსებულ მაჩვენებელში დიდი როლი აქვს კომუნალური გადასახადების გაზრდასა და საერთაშორისო ბაზრებზე მომატებულ ფასებს.
„მიმდინარე მაღალ ინფლაციაში მნიშვნელოვანი წვლილი კომუნალური გადასახადების გაზრდას, საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილ ფასებსა და მიწოდების შეზღუდვების ფონზე მაღალი წარმოებისა და შუალედურ ხარჯებს შეაქვს. ასევე, გლობალურად მიიჩნევა, რომ ინფლაციური წნეხის მატება გარდამავალი ხასიათისაა“,- აღნიშნა გვენეტაძემ.
ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში წლიურმა ინფლაციამ 9.9% შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წლის ბოლომდე მაჩვენებლის ზრდას ელის, თუმცა მიიჩნევს, რომ 2022 წელს ინფლაცია სწრაფად შემცირდება.