რას ყიდის საქართველო საექსპორტო ბაზრებზე – საქსტატის მონაცემები
საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი, $66.3 მლნ–ით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, რაც მთელი ექსპორტის 20%–ს შეადგენს.
მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები $36.4 მლნ–ით და მთლიანი ექსპორტის 11%–ს შეადგენს. ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები $31.4 მლნ–ით, რომელსაც მთლიან ექსპორტში 9.5% წილი აქვს.
ათეულში მოხვდა აზოტოვანი სასუქები, რომელიც მთლიანი ექსპორტის 2.7%–ს შეადგენს, ასევე, ყურძნის ნატურალური
ღვინოები (3.9%) , მინერალური და მტკნარი წყლები (3.9%), სამკურნალო საშუალებები დაფასოებული (1.3%), სპირტიანი სასმელები (3.1%), თხილი და სხვა კაკალი (3.2%) და ოქრო (1.2%).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2022 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა $80.2 მლნ და მთელი იმპორტის 10.3% შეადგინა.
მეორე ადგილს იკავებდა ნავთობი და ნავთობპროდუქტები $72.7 მლნ–ით, რაც იმპორტის 9.3%–ია, ხოლო მესამე ადგილზე ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადებია $64.მლნ–ით და იმპორტის 8.2%–იანი წილით.
ინფორმაციისთვის, 2022 წლის იანვარში ექსპორტი 47.6%–ით, $331.3 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 38.7%-იან ზრდას აჩვენებს და $779.1 მლნ შეადგინა.